weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

ბათუმის მერიამ ერთ წელიწადში 89 330 ლარის დროშები იყიდა

13:53 კვირა, 15 ოქტომბერი 2017

ბათუმის მერიამ 2017 წელს საქართველოს და სხვა სახელმწიფოების დროშების შესყიდვაში ბიუჯეტიდან 89 330 ლარი დახარჯა. მერიის მიერ დროშების შესყიდვაზე გამოცხადებულ ორივე ტენდერში ინდმეწარმე გიორგი ასათიანმა მაქსიმალური ფასის შეთავაზებით გაიმარჯვა.

„რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბათუმის მერია აღნიშნული მაჩვენებლით არა მხოლოდ სხვა მუნიციპალიტეტს აღემატება, არამედ ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველია, - 2011 წლიდან ბათუმის მერიის მიერ დროშების შესყიდვაზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ჯამური ოდენობა 435 214 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მონაცემებით, 2011 წელს ბათუმის მერიამ ამ მიზნით 70 900 ლარი დახარჯა, 2012 წელს - 74 985 ლარი, 2013 წელს - 44 990 ლარი, 2014 წელს - 10 865 ლარი, 2015 წელს - 56 562 ლარი, 2016 წელს კი 87 582 ლარი. აღნიშნულ ფასებში შედის დროშების მონტაჟისა და დემონტაჟის თანხებიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]